ვერძი
ვერძი ყოველთვის რაღაცას ეძებს. ალბათ იმიტომ, რომ შთაბეჭდილების ქვეშ ყოფნა უყვარს. ან ზოგიერთი სენსაციური სიახლის გაზიარება მოსწონს.
ამიტომ, ისინი ჩვეულებრივ ყველა უახლეს ამბავს პირველები ეცნობიან და ზოგჯერ ჭორაობენ კიდეც.
ამ ცნობისმოყვარეობის მიზეზი მოწყენილობაა და ყველა ახალი ინფორმაცია, პირველ რიგში, ყოველთვის ვერძის “ხელებში” გადის. როგორ განკარგავს იგი მიღებულ ინფორმაციას? აქ სხვადასხვა ვარიანტები შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ უკეთესია, რომ არ გარისკოთ.
კურო
კუროს ჭორის გაგება სულაც არ სჭირდება იმისთვის, რომ რამე გაარკვიოს.
ის ყველაფრის შესახებ სხეულის ენის საშუალებით გაიგებს. არ აქვს მნიშვნელობა, მიიღო თუ არა შეტყობინება, წერილი. ან ნახა თუ არა მოულოდნელი სიახლეები კომპიუტერზე, პლანშეტში, თუ ტელეფონში.. – ამის შესახებ კუროს ნამდვილად ეცოდინება.
თუ არ გსურთ, რომ მას თქვენი ყველა საიდუმლოება გაანდოთ, მაშინ დააკვირდით განა მხოლოდ იმას, თუ რას ამბობთ მისი თანდასწრებით, არამედ იმასაც თუ როგორ იქცევით.
მშვილდოსანი
მშვილდოსანს შეუძლია გადალახოს შეუძლებელი, იმისთვის, რომ სასურველ მიზანს მიაღწიოს. ეს ნიშნავს, რომ ის, სავარაუდოდ, გამოიყენებს ყველა საჭირო რესურსს, კავშირს, წყაროს, რათა გაარკვიოს საიდუმლო, რომელიც კონკრეტულ ადამიანზე აინტერესებს. რატომ? უბრალოდ, ამ ნიშნის წარმომადგენლებს სჭირდებათ ახალი შთაბეჭდილებები და გონებისთვის მუდმივი საკვები. როდესაც გარშემო ქაოსია, ისინი, ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ.
ავტორი