https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ზოდიაქოს ნიშნების მთავარი ღირსებები

10:57; 17.01.2026
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ვერძი – გამბედაობა

ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია და საწყის სიმბოლოდ გვევლინება, სწორედ ამიტომ არის იგი ასეთი მოუსვენარი და დაუმორჩილებელი. თუ სწორედ ამ ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, ეს იმის მანიშნებელია, რომ ძალიან აქტიური პიროვნება ხართ. საკმარისია, რომ ახალი იდეა გაგიჩნდეთ და – მაშინვე იწყებთ მის განხორციელებაზე ზრუნვას.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ახალ ნაცნობზე ძალიან ცოცხალი და ოპტიმისტი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, ზოგიერთთან კი შეიძლება სიტყვაც არ წამოგცდეთ და მასზე მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ, მაგრამ ეს თქვენი უცნაურობაა და თავადაც ვერაფერს გააწყობთ.

ვერძი დაბადებიდანვე ლიდერად გვევლინება და ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობს. ბავშვობიდანვე გრძნობს, რომ მისი ცხოვრება წარმატებებს უნდა უკავშირდებოდეს, წინააღმდეგობებს კი ისე განიხილავს, როგორც გამაღიზიანებელ წვრილმანებს. მისი ოპტიმიზმი გადამდებია. არ ახასიათებს სულმოკლეობა და მუდამ მზადაა იბრძოლოს დასახული მიზნის მისაღწევად, თუმცა ყოველივე ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის უცხოა დეპრესია და ცუდი განწყობილება. ხშირად ეუფლება მოწყენილობა, მაგრამ თუ მოინდომებს, სწრაფადვე  გამოდის  მდგომარეობიდან.

ვერძები ხშირად ბავშვივით ჭირვეულები არიან. ძალიან აღიზიანებთ სულმდაბალი და უტაქტო ადამიანები. ვერ იტანენ ხელქვეითისა და შემსრულებლის როლს, ყოველთვის მბრძანებლობა სურთ და თუ ეს არ გამოსდით, მთელი არსებით იწყებენ ისეთი სიტუაციის ძებნას, როდესაც სრულად გამოამჟღავნებენ თავიანთ ინდივიდუალობას, მაგრამ თუ წარმატება დააგვიანებს (მათი აზრით), შეიძლება ნებისმიერი წამოწყების მიმართ ინტერესი დაკარგონ. მათი დევიზია „დამოუკიდებლობა“.

ვერძს უყვარს ექსტრავაგანტურად და ფუფუნებაში ცხოვრება. თუ მისი მეგობარი გაჭირვებაში აღმოჩნდება, ვერძი ყოველთვის გამოიჩენს გულისხმიერებას და იმედი აქვს, რომ მომავალში ყველაფერი დაუფასდება.

ვერძი შემოქმედებითი ნატურაა, გულღია, მამაცი, მაგრამ ხშირად მოუთმენელი და გაღიზიანებულიც კი. ვერძების ახლობლების მთავარი პრობლემაა, თუ როგორ აუწყონ მას ფეხი და დაეწიონ.

კურო – საიმედოობა

კურო ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში სიმშვიდეს ამჟღავნებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ის პიროვნებაა, რომელსაც საყოველთაო პანიკის დროს გარშემომყოფნი ყველაზე მეტად ენდობიან და სჯერათ მისი…

არა, იგი არ არის პიონერი, რომელიც ახალ ტერიტორიებს აღმოაჩენს ხოლმე, თუმცა ფეხდაფეხ მიჰყვება „პიონერს“ და ახალ სახლებს და ქალაქებს აშენებს, მიწას ამუშავებს, ირგვლივ სასიცოცხლო გარემოს ქმნის… მათ ხასიათში საკმაოდ შესამჩნევი სიჯიუტეცაა, თუმცა მათი ძალა ხომ სწორედ ამ ურყევობაშია!

კურო ყველაზე კარგად თავს ნაცნობ გარემოში გრძნობს, ამიტომ ძნელია მას რაიმე ახლისკენ უბიძგო. მისი პოზიცია შემდეგ ფრაზაში გამოიხატება: „რა საჭიროა ექსპერიმენტები, თუკი ყველაფერი ისედაც კარგად მიდის?!“

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ფიცხი და ფეთქებადი ხასიათისაა, კურო იშვიათად ახდენს ამის დემონსტრირებას – თავის მოთოკვა კარგად შეუძლია. კუროს მმართველი პლანეტა სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი ვენერა გახლავთ. სწორედ ამიტომაც, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ  ადამიანებს სილამაზისა და ჰარმონიულობის განსაკუთრებული შეგრძნება აქვთ.

„საიმედოობა“ – აი, კუროების საყვარელი სიტყვა. ისინი მუდმივობას ეძებენ ყველგან და ყველაფერში: კარიერაში, სიყვარულში, ქორწინებაში, ოჯახში… დაე, სხვებმა იფრინონ, დატკბნენ თავისუფლებით, უღალატონ ცოლებს… კუროები მხოლოდ შინ, მათ მიერ მოწყობილ სახლში არიან  ბედნიერები, მაშინ როდესაც გვერდით ერთგული მეუღლე ჰყავთ.

სულის სიღრმეში მგრძნობიარენი და სენტიმენტალურები არიან, თუმცა ამ თვისებასაც იშვიათად ამჟღავნებენ. მათთან ერთად ცხოვრება ყოველთვის როდია ადვილი და მომხიბვლელი.

ისინი ზოგჯერ დიქტატორებიც არიან, სიტყვაძუნწები და მეტოქეობის სულისკვეთებით აღვსილნი. მათში ამ ენერგიის უდიდესი მარაგი არსებობს, რასაც მხოლოდ მაშინ იყენებენ, როცა ეს თავად სურთ.

მოკლედ, პიროვნება, რომელიც კუროს ნიშნის ქვეშ დაიბადა, საოცარი ნაზავია საიმედოობის და მგრძნობიარობის, გონიერების და ემოციურობისა… ნებისმიერი პრაქტიკული, გარეგნულად მიუკერძოებელი კუროს სულში რომანტიკული მეოცნებე ზის.

ტყუპი – გულისხმიერება

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების მთავარი ღირსება გულისხმიერებაა. ისინი მრავალმხრივ საინტერესო ადამიანები არიან, აქვთ მწარე ენა და შესწევთ გარშემომყოფთა მანიპულირების უნარი. ახალი იდეების გენერატორადაც ხშირად ტყუპები გვევლინებიან.

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ ყველაფერი ადამიანურის კვინტესენციაა თავმოყრილი, რადგან მას ინტელექტი და ურთიერთობის სიყვარული (ტყუპს პლანეტა მერკური განაგებს) ახასიათებთ.

ტყუპები აქტიურად ადევნებენ თვალს ყველაფერს, რაც მათ ირგვლივ ხდება. ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და სურთ ყველაფერში მიიღონ მონაწილეობა. თუ ეს სამყარო თეატრია, მაშინ ტყუპები ის მსახიობები არიან, რომელთაც სიგიჟემდე უყვართ სცენა. ისინი მზად არიან ერთდროულად შეასრულონ მსახიობის, პროდიუსერის, რეჟისორისა და სცენის მუშის ფუნქციაც კი.

გაორება – ეს მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა და ცხოვრების ნებისმიერ სფეროში თან სდევთ. მათ ახალი იდეები და შეგრძნებები ესაჭიროებათ. შედეგად კი, ხშირად უამრავი დაუსრულებელი და გადაუჭრელი საქმე რჩებათ.

ტყუპები ურთიერთობის ნიშანია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მუდმივად განიცდიან ურთიერთობის დაუცხრომელ სურვილს. ისინი მზად არიან ესაუბრონ სრულიად უცხო ადამიანებს, სიგიჟემდე უყვართ ტელეფონი.

ამ ნიშნის დამახასიათებელი სისუსტე ზედაპირულობაა. მათ უჭირთ სიღრმეებში წვდომა. სამაგიეროდ, ეადვილებათ გარშემომყოფთა რაიმეში დარწმუნება. ისინი იმაშიც კი დაგაჯერებენ, რომ თეთრი შავია… შესანიშნავად საუბრობენ, წერენ, გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს – ხშირად არაჩვეულებრივი მწერლები და მსახიობები არიან.

გონებამახვილი და გულისხმიერი ტყუპები განუმეორებელი მეგობრები არიან. მათ ძალზე ადვილად გამოჰყავთ ახლობლები დეპრესიიდან; საშინლად აღიზიანეთ გონებაჩლუნგი ხალხი და ისინიც, ვინც ვერ ასწრებს მიჰყვეს მათ აზრთა მდინარებას.

ტყუპებს ყველაზე მეტად ერთფეროვნების ეშინიათ. „ცვლილებები“ – აი, მათი დევიზი. ვერავინ მოახერხებს ტყუპების შეჩერებას, მათ ერთ ადგილზე გაყინვას. ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა დაუახლოვდეს ტყუპს, თუმცა მორიგი ასეთი დაახლოება შესაძლოა ზედმეტად გადამღლელი აღმოჩნდეს.

კირჩხიბი – ერთგულება

ვერავინ იტყვის, რომ კირჩხიბის გაგება ადვილია. მან შეიძლება რბილი, კეთილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს, რომელიც მზად არის ყველას უთანაგრძნოს, მოთმინებით უსმინოს,  მაგრამ საკმარისია მოთმინების ფიალა აევსოს, რომ ძალიან უხეში და გულცივი გახდეს. ისე კი, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების ყველაზე გამორჩეული თვისება ერთგულებაა. სხვა არცერთ ნიშანს ერთგულების მსგავსი უნარი არ გააჩნია. და კიდევ, კირჩხიბი შესაძლოა მთელი დღის განმავლობაში წუწუნებდეს იმაზე, რომ სამყარო საშინლად უსამართლოა მის მიმართ; რომ სიცოცხლეც აღარ სურს, შეიძლება ცხარე ცრემლითაც კი ტიროდეს, ისე ეცოდებოდეს საკუთარი თავი, მაგრამ აი, თენდება მეორე დღე და კირჩხიბი ისევ ფორმაშია, კვლავ განიცდის ენით გამოუთქმელ ბედნიერებას, ყველას მიმართ ყურადღებიანია და მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რასაც სთხოვენ.

აბა, რაშია მისი უცნაურობის საიდუმლო? საქმე ისაა, რომ კიჩხიბი მთვარის მიერ მართული წყლის სტიქიის ბინადარია და მის ხასიათში ისევეა გამჯდარი მიქცევ-მოქცევა, როგორც ზღვებსა და ოკეანეში. იგი უძლიერესი ძალის მქონე ნიშანია. მასში შეღწევა ძალიან ძნელია, რადგან კირჩხიბი მყარ ბარიერს მიღმა ფარავს თავის მგრძნობიარე ბუნებასა და ემოციებს.

რთული, მაგრამ, ამავე დროს, სათუთი და ემოციური კირჩხიბი მუდმივ მხარდაჭერას და წახალისებას საჭიროებს. მისთვის აუცილებელია სიყვარული და როცა ამას იღებს, სანაცვლოდ მზადაა ყველაზე საკრალური და ძვირფასი გაიმეტოს. ის ადამიანი, რომელიც კირჩხიბს დაცულობის შეგრძნებას შეუქმნის, მუდმივად ისარგებლებს მისი ერთგულებით. თავად კირჩხიბს საოცარი სიყვარული შეუძლია. ისინი ბრმები არიან სიყვარულში და საყვარელი ადამიანის ნაკლსაც კი ღირსებად აღიქვამენ.

კირჩხიბი მესაკუთრეა. ადამიანი, რომელიც მისი ცხოვრების ნაწილი ხდება, სამუდამოდ კარგავს თავისუფლებას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს წარსულს, მათ ხშირად იპყრობთ ნოსტალგია და მარადიულობის შეგრძნება; ახასიათებს სულიერი მოუსვენრობა, მდუმარე სევდა. მოვლენები და ადამიანები, რომლებიც მათ წარსულში არსებობდნენ, ცხოვრებას კირჩხიბის მოგონებებში, სულსა და აზრებში განაგრძობენ.

კირჩხიბების მოტყუება ადვილი არ არის, რადგან ისინი ქცევის უმცირეს ნიუანსებსაც კი ამჩნევენ და გარდა ამისა, თითქმის ზებუნებრივი ინტუიცია აქვთ, რომელიც არასოდეს ატყუებთ.

თუ კირჩხიბი მოახერხებს და თავის მოჭარბებულ ენერგიას და ემოციურობას გარკვეულ კალაპოტს მისცემს, იგი ძალების ძლიერ ნაკადად იქცევა. ინტელექტი და კარგი წარმოსახვის უნარი კირჩხიბებს ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოუტანს. ეს გულისხმიერი და მგრძნობიარე ადამიანები მოქნილი და ეშმაკი ბიზნესმენები, გაბედული „რევოლუციონერები“, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან. ისინი თითქოს რაღაც უხილავი  ძაფებით „იჭერენ“ ადამიანთა განწყობასა და გემოვნებას.

კიჩხიბებს არასოდეს ჰყოფნით მათ მიმართ გამოხატული სიყვარულის გრძნობა – უფრო მეტი სჭირდებათ. ნუ დაიშურებთ სიყვარულს და ჩათვალეთ, რომ კირჩხიბთან მეგობრობით ცხოვრებაში გაგიმართლათ.

ლომი – ძალაუფლება და სიცოცხლის სიყვარული

თავდაჯერებულობა  და ერთგულება ლომის განუყოფელი თვისებებია – მას არ სჭირდება ცხოვრებაში საკუთარი ადგილისა და როლის ძიება, რადგან უკვე მიგნებული აქვს: იგი ყველასა და ყველაფრის უფროსი და მბრძანებელია. არც ლომის ერთგულებაში ღირს ეჭვის შეტანა – ნამდვილად არის საკუთარი თავის ერთგული.

ყველა ლომი სამეფოს მფლობელია, რომელიც შეიძლება ძალიან დიდი ან სულ პაწაწინა იყოს. მთავარია, რომ ეს ყველაფერი მისია, ლომია ამ სამეფოს მმართველი. ეს „სამეფო“ შეიძლება იყოს მისი სახლი, კარიერა, შემოქმედება თუ შეყვარებული.

ზოდიაქოს ნიშანთა შორის ლომი ყველაზე მეფური ნიშანია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ყოველთვის საუკეთესოსკენ ისწრაფვის. უყვარს ფუფუნებით ცხოვრება, გარშემომყოფთა ყურადღების მიპყრობა და ყველაფრის თეატრალიზება. შესანიშნავი ორგანიზატორული ნიჭი აქვს და როცა ცხოვრება ზედმეტად დაუნდობელი ხდება, იგი თავად აწყობს მასში ზეიმებს.

ლომისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმიჯს, რაზეც ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავს. სხვათა შორის, იგი ყველაზე მეტად მფლანგველი ნიშანია, ამავე დროს, გულკეთილი და გულუხვი, ძნელად იჯერებს გარშემომყოფთა ბოროტებას, შურს, ღალატს… შეურაცხყოფისას სწრაფად რეაგირებს, მაგრამ მიყენებულ ტკივილს ადვილად ივიწყებს და მოღერებულ ქვას ზურგს უკან არასოდეს მალავს.

საოცრად მოსიყვარულე და სიცოცხლით სავსე ლომები დაბადებიდანვე წინამძღოლებად იზრდებიან. მზე მათი მმართველი პლანეტაა, ამიტომ გარშემომყოფებსაც უხვად უნაწილებენ სითბოს და სიყვარულს. რაც შეეხება ლომების უარყოფით თვისებას, ისინი ზოგჯერ ზედმეტად ძალაუფლების მოყვარულნი ხდებიან.

ქალწული – ინტელექტი და კეთილსინდისიერება

ქალწული ყოველთვის საგულდაგულოდ მალავს თავის განცდებს არა მარტო გარეშე თვალთაგან, არამედ ახლობლების გარემოცვაშიც კი, ირგვლივმყოფებს ურყვეობისა და აუღელვებლობის მაგალითს უჩვენებს, თუმცა შინაგანად საკმაოდ დაძაბულია.

ქალწულს პლანეტა მერკური მუდმივი აქტიურობისკენ უბიძგებს, რაც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სრულყოფილებისკენ სწრაფვაში ეხმარება.

ინტელექტი ამ ნიშნის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი თვისებაა. ქალწული შესანიშნავი მეხსიერებით, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩევა. წარმოიდგინეთ, სხვისი ფიქრების ამოცნობაც კი შეუძლია. ქალწულის უბადლო ლოგიკა ყოველგვარ ბურუსს გაფანტავს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ყოველთვის რაციონალურად უდგებიან ცხოვრებას და ამიტომ ზედმეტი წვალების გარეშე წყვეტენ ნებისმიერ პრობლემას.

ქალწულს დიდი სიყვარული შეუძლია, მაგრამ ხშირად მხოლოდ ეს არ არის საკმარისი ბედნიერებისათვის. მათ არ ჰყოფნით ოჯახური ბედნიერება, მეუღლე, შვილები, მეგობრები… რაღაც სხვა სამყაროსკენ მიისწრაფვიან.

ქალწულები ბუნებით მორცხვები და თავშეკავებულები არიან. მათზე ერთგული ნიშანი არ არსებობს. ქაოსში წესრიგის დამყარებას ცდილობენ, რაც შესაძლოა ზედმეტ კრიტიკაში გადაიზარდოს. მათთვის ძნელია მოდუნება, „გათიშვა“, დასვენება…

სასწორი – მომხიბვლელობა

ამ ნიშანს ვენერა – სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი – განაგებს, ამიტომაც სასწორები ეთაყვანებიან სილამაზეს და მშვენიერებას. უყვართ მუსიკა, მხატვრობა, არტქიტექტურა… კომფორტი მათი სისუსტეა. სილამაზის ტრფიალნი, ისინი ხშირ შემთხვევაში თავადაც მომხიბვლელები არიან. მათთვის ძალზე იოლია ირგვლივ მყოფთა სიმპათიის დამსახურება. იცვამენ საოცრად დახვეწილად და გემოვნებით. ადამიანები, რომლებსაც მათთან ურთიერთობა აქვთ, საკუთარ თავს მნიშვნელოვან პიროვნებებად თვლიან.

სასწორი პარტნიორობის ნიშანია. იგი ფართოდ გახელილი თვალებით შეჰყურებს სამყაროს და საკუთარ ენერგიას ურთიერთობების დამყარებისკენ მიმართავს. მოსაუბრის აზრებისა და გრძნობების ისეთი სისავსით შეგრძნება არავის ძალუძს, როგორც ზოდიაქოს ამ ნიშანს.

სხვათა შორის, სასწორს განსაკუთრებით აქვს განვითარებული ინტუიცია, რომელიც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ძალიან ეხმარება, მაგრამ თავად რატომღაც არასაკმარისად ენდობიან მას. ისინი, ძირითადად, მაშინ იწყებენ ინტუიციის მიხედვით მოქმედებას, როდესაც მათ თავმოყვარეობასა და ღირსებებს ცუდად ეხებიან, შეურაცხყოფას აყენებენ ან ამცირებენ.

სასწორი გამოუსწორებელი იდეალისტი და რომანტიკოსია. მისთვის მთავარია გარშემომყოფებს მოსწონდეთ და იხიბლებოდნენ იმ შარმით, რომელიც მათ მართლაც ჭარბად აქვთ.

მორიელი – მაქსიმალიზმი

მორიელისთვის არაფერი ადამიანური უცხო არ არის. იგი დაბადების, სიკვდილის, სექსის, ქმნისა და განადგურების ნიშანია, მთავარია, რომელ საწყისს განავითარებს საკუთარ თავში. ხშირად მას უკიდურესობათა ნიშანსაც უწოდებენ და ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს საკმაოდ განსხვავებულად აღწერენ ხოლმე, როგორც სუსტებს ან ძლიერებს, დამოუკიდებლებს ან ძალზე დამოკიდებულებს, ვნებიანებს ან ცივებს, დიდსულოვნებს ან ბოროტებს, მფლანგველებს, მომჭირნეებს… მათ პიროვნებაში მთავარი მაქსიმალიზმია. მორიელები საკუთარ თავში უდიდეს ენერგიას ფარავენ, რომელსაც აუცილებლად გამოამჟღავნებენ, თუ დასჭირდათ ან მათ ინტერესებს საფრთხე დაემუქრა.

მორიელს გამოხატვის პოზიტიური გზა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მათშივე ჩახშული გრძნობების გამო დამანგრეველ, გამანადგურებელ ძალად იქცეს.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ფილოსოფიური აზროვნებით გამოირჩევიან. ზოგიერთი მათგანი შეიძლება რელიგიით ან ოკულტური მეცნიერებით იყოს დაინტერესებული. მათ შეუძლიათ ერთი შეხედვით ამოიცნონ ადამიანის ფიქრები და მისწრაფებები, შემდეგ კი ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოიყენონ.

მორიელი ბუნებით შემგუებელია და თუ ამ თვისებას წარმატებით გამოიყენებს, შესაძლოა დიდ სიმაღლეებს მიაღწიოს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნიშნის მატარებელი ადამიანებს ერთი მანიაკალური თვისებაც ბუნებრივად აქვთ – არ დაემორჩილონ გონებას და საღ აზრს.

მშვილდოსანი – ოპტიმიზმი

დამოუკიდებლობა და ოპტიმიზმი – აი, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების მთავარი გზამკვლევი ცხოვრებაში. ისინი თავგადასავლების მაძიებლები არიან, აღმერთებენ ახალ იდეებს და ცხოვრებისეულ ცვლილებებს. მშვილდოსანს იუპიტერი მართავს – წარმატების პლანეტა, ამიტომ მუდამ გაწონასწორებული მშვილდოსანი ცხოვრებისეულ გზაზე თითქოს მიფრინავს, საჭირო დროს ყოველთვის საჭირო ადგილას იმყოფება. ეს ფაქტი თავისთავად აღავსებს მას სიცოცხლის სიყვარულით და ხელს უწყობს მისი ოპტიმისტური ხასიათის ჩამოყალიბებას. როგორ არა, მათაც აქვთ დარდიანი წუთები, მაგრამ სევდის ბურუსი სწრაფად იფანტება. მშვილდოსანს ხვალინდელი დღე უფრო მეტად აინტერესებს და დღეს ნამდვილად არ მოიშლის ნერვებს ათასი სადარდელით.

მშვილდოსანი მუდმივად რაღაცას ეძებს. ძალიან უყვარს ხეტიალი და არც სურს რაიმე შეცვალონ თავის ცხოვრებაში ამ კუთხით. იგი ძიების მარადიულ სიმბოლოდაც შეიძლება აღვიქვათ.

მშვილდოსნები გაწონასწორებული პიროვნებები არიან, მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ძალიან ძნელია. და კიდევ, ისინი შესანიშნავი მეგობრები არიან – ერთგულები, გულისხმიერები, თავგანწირულებნი… შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სასიამოვნო ადამიანების რიცხვს განეკუთვნებიან. მართალია ხშირად უპასუხისმგებლოები, მფლანგველები, მოხეტიალეები არიან, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, შეხვედრისთანავე იპყრობენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხშირად სამუდამოდ უმეგობრდებიან მათ.

თხის რქა – საიმედოობა და პრაქტიკულობა

ამ ნიშნის წარმომადგენლებს სატურნი მართავს, ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც მას ემორჩილებიან, პრაქტიკულობით და მიზანმიმართულობით გამოირჩევიან. თხის რქები ამაყები და პატივმოყვარეები არიან. ისინი მუდმივად ცდილობენ ზუსტად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა, უყვართ და მიილტვიან წარმატების, ფულის, ძალაუფლებისა და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისკენ.

პრაქტიკულობა და ინიციატივიანობა თხის რქას ძალაუფლებასა და ლიდერობაზე ორიენტირებულ პიროვნებად აყალიბებს. თხის რქას შეუძლია დააფასოს დრო, სპეციალისტები, პროფესიონალიზმი, განათლება… ამიტომ  შესანიშნავი ხელმძღვანელი და ორგანიზატორია.

სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, თხის რქა ყველაზე ხშირად ქორწინდება ანგარებით (ფულის, მდგომარეობის, პრესტიჟის გამო). საერთოდ, ეს ნიშანი მარტოსულია და ძალიან სჭირდება სიყვარული, სითბო, ყურადღებაა, მაშინაც კი, როცა საერთოდ არ იმჩნევს ამას და გადაჭრით უარყოფს კიდეც. ისე კი, თხის რქა ყოველთვის ბოლომდე ერთგული და თავგანწირულია მათთვის, ვინც ნამდვილად უყვარს.

მერწყული – ორიგინალობა

მერწყული უდიდესი აღმოჩენების, გამოგონების და, საერთოდ, პროგრესის ნიშანია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხშირად საუბრობენ (ან ფიქრობენ) იმაზე, რაც ირგვლივ მყოფებისთვის უცნაური, უცხო და მიუღებელიც კია. ცხადია, ყველა მერწყული გენიოსი არ არის, მაგრამ ორიგინალობა არცერთ მათგანს არ აკლია, თქვენ წარმოიდგინეთ, მათი ჭირვეულობაც კი ორიგინალურია.

მერწყულის მთავარი ამოცანა საკუთარი იდეების უზარმაზარ „გროვაში“ გარკვევაა. თუ ეს მცდელობა წარმატებით დასრულდება, იგი აუცილებლად გამოიგონებს რაღაც ახალს და მრავლისმთქმელს.

მერწყული ჰაერის ნიშანია, ჰაერი კი ამ შემთხვევაში ინფორმაციის, აზროვნების, ფიქრების გამოხატულებაა. ჰაერის სტიქია, თავისთავად, არ განეკუთვნება მატერიალურ სფეროს, მერწყულთან დაკავშირებით კი ის მართლაც ეგზოტიკურ, ორიგინალურ სახეს იღებს. მერწყული მენტალურ-მისტიკური ტიპაჟია, მის ცნობიერებას ისეთი ახალი, წარმოუდგენელი აზრები და იდეები გადაეცემა, რომლებიც კაცობრიობისთვის სრულიად უცხო და უცნობია. იგი ამ იდეების ჩვეულებრივ, ადამიანურ ენაზე გადათარგმნას ცდილობს, რათა ყველასათვის გასაგები და ხელმისაწვდომი გახადოს ისინი. სწორედ ამ პროცესის შედეგად იცვლება კაცობრიობის აზროვნება.

მერწყული ცივილიზაციის პროგრესზე ზრუნავს: საშუალო განვითარების მერწყულებისთვის ეს პროგრესი მეცნიერებისა და ტექნიკის წინსვლაში გამოიხატება, მაღალი განვითარების მქონე მერწყულებისთვის კი – სულიერ განვითარებაში. ის ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად იწყებენ ბუნების უცნაური კანონზომიერებების კვლევას, მისი საუკეთესო მეგობრები ხდებიან.

თევზები – ინტუიციურობა

ამ ზოდიაქოს  ნიშნის მთავარი თვისებები რბილი ხასიათი, სულიერი სითბო და გულისხმიერებაა იშვიათ ინტუიციასთან ერთად. ისინი ინტუიციურად გრძნობენ მოახლოებულ საშიშროებას და მტერს ხელიდან უსხლტებიან ხოლმე. მათ მთავარ ნაკლს კი გულუბრყვილობა წარმოადგენს, რადგან ყოველთვის მზად არიან ყველაფერში ღვთიური, კეთილშობილური და წმინდა დაინახონ, მიენდონ და თავი შესწირონ მას, არადა, შესაძლოა ამ დროს სიცრუის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.

მოგეხსენებათ, ამ ნიშნის სიმბოლო სხვადასხვა მიმართულების მქონე ორი თევზია, რომელთაგან ერთი მაღლა მიილტვის – სულიერი განვითარების მწვერვალებისკენ, მეორე – ქვევით, უღირსობისა და აღვირახსნილობის ჭაობისკენ. სწორედ ეს გაორებაა თევზების მთავარი ტრაგედია. მაღალი განვითარების მქონე თევზები ინტუიციის წყალობით ადვილად ისხლეტენ ყოველგვარ პრობლემას და კოსმიური სიყვარულით სარგებლობენ, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თევზების სულიერ გზაზე საკმაოდ სერიოზული დაბრკოლებები არსებობს. დიახ, ეს ნიშანი ყველასთვის ადვილი დასამორჩილებელია და ამიტომ მისი ცდუნება ადვილია. იგი შეიძლება ნებისმიერი ენერგიით იკვებებოდეს, მონაწილეობდეს უმდაბლეს მედიტაციებში (თუნდაც ნარკოტიკებით გაბრუვდეს) ან ენერგეტიკული ვამპირის ყველაზე ხელსაყრელი მსხვერპლი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი არსებობს – სწორედ მისი მაღალგანვითარებულობა, რომელიც მეტ-ნაკლებად იცავს მის კარმას. ასე რომ, ფრთხილად, თევზებო!

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

რომელი ყვავილია თქვენი თილისმა

10:41; 20 იანვარი, 2026
ზაფრანი

რა არის თქვენი ხასიათის ყველაზე ცუდი თვისება

10:40; 20 იანვარი, 2026
ზაფრანი

ვინ რა ასაკში აღწევს წარმატებას

10:37; 20 იანვარი, 2026
ზაფრანი

რომელი იარაღი ხართ

10:36; 20 იანვარი, 2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 14 იანვრიდან ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

18:52; 19 იანვარი, 2026

ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები

როგორი ამინდი იქნება 20 იანვრამდე საქართველოში

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები  თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

0:29; 21.01.2026
საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20.01.2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20.01.2026
პოლიტიკა

დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

22:44; 20.01.2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20.01.2026
საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20.01.2026
პოლიტიკა

“საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”- მერია მძღოლებს აფრთხილებს

17:26; 20.01.2026
პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20.01.2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20.01.2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

15:53; 20.01.2026
ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო