ვერძი და ტყუპი
როგორც წესი, ვერძებს საკმაოდ რთული, კონფლიქტური და ფეთქებადი ხასიათი აქვთ. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს მხოლოდ ისეთი პიროვნება გაუგებს, ვინც მას არც ლიდერობაში შეეცილება, არც ჭკუას ასწავლის და არც მის აგრესიულ გამოხდომებს ჩათვლის საგანგაშოდ. ტყუპის ნიშნით დაბადებული ხალხი კი ზუსტად ასეთია. ტიპური ტყუპი ყველაფერს ზერელედ უყურებს. მას ამქვეყნად იმდენი ინტერესი აქვს, რომ დრო არ რჩება ვინმეზე დიდი ხნით გასაბრაზებლად. ტყუპი ურთიერთობაში კომფორტული და ლიბერალურია. შესაბამისად, თავნება და ჯიუტი ვერძი ძნელად პოულობს მასთან საჩხუბარ მიზეზს.
კურო და კირჩხიბი
ოჯახის, ფულისა და კარგი საჭმელ-სასმლის სიყვარულია ის უმთავრესი ინტერესები, რომლებიც ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს აერთიანებს. კირჩხიბიც და კუროც მზრუნველი, მოსიყვარულე ნიშნებია. ისინი აფასებენ ოჯახურ სიმყუდროვეს, მატერიალურ სტაბილურობას და კარგ კულინარიულ ტალანტს. ასეთი წყვილი ფანტასტიკურად ეწყობა ერთმანეთს სექსშიც. ამასთან ერთად, მათ ყოველთვის აქვთ საერთო ინტერესები და ძალზე იშვიათად ღალატობენ ერთმანეთს.
ავტორი