ზოგადი უნარების გამოცდებში ოზურგეთელი აბიტურიეტების მიერ მიღებული მაქსიმალური ქულა _ 72 დაფიქსირდა.
ეს შედეგი სამ აბიტურიენტს აქვს _ #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს: ლაშა სამსონიას, ანანო მჟავანაძეს და ქვედა ბახვის საჯარო სკოლის კუსდამთავრებულს ვასიკო თენიეშვილს.
71 ქულა აქვს სოფელ მერიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს თორნიკე კეჭაყმაძეს.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურცენტრის ინფორმაციით, ჩაჭრილების რაოდენობა მათთვის უცნობია. ქვეყნის მაშტაბით კი ზოგად უნარებში მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების 15%-მა ვერ გადალახა.
„წელს სულ რეგისტირებული იყო 41 ათასამდე აბიტურიენტი, თუმცა სასკოლო გამოცდებში ჩაჭრის გამო, 39 ათასი აბიტურიენტი საგამოცდო პროცესამდე მივიდა, თუმცა 39 ათასიდან 3% არ გამოცხადდა გამოცდაზე. ორშაბათიდან ეტაპობრივად გამოქვეყნდება სხვადასხვა საგნის შედეგები“, – განაცხადა გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღანელმა მაია მიმინოშვილმა.
ამავე თემაზე: ვინ მიიღო ზოგადი უნარების გამოცდაში ყველაზე მაღალი ქულა ჩოხატაურში.