“ჩვენ გვაქვს უკვე შემთხვევები, როცა პირველი აცრის მერე ადამიანები გახდნენ ავად, იყო ასეთი. ვიღაც, ვთქვათ ინკუბაციურ პერიოდში იყო, როდესაც აიცრა… სხვათა შორის, გათამამდა ზოგი აცრილი და ჰგონია, რომ… ეგრე არ არის, აცრის მერე პირველი ორი კვირა დაცული, პრაქტიკულად, არ ხარ. აქედან გამომდინარე, ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ თავს. არის შემთხვევები, როცა ადამიანები ავად ხდებიან და საბედნიეროდ, ძალიან მსუბუქად გადაიტანა ყველამ, ის აცრა მაინც თავს საქმეს აკეთებს. ინფიცირებულიც რომ იყოს ადამიანი და ჯერ არ იცოდეს, პირიქით, თუ აიცრება, ის იმასაც კი უშველის და ვირუსი უფრო მსუბუქად წავა“,_ განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved