კაიროს ზოოპარკს ვირის შეღებვაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, 18 წლის მაჰმუდ სარჰანი ამბობს, რომ International Garden-ის პარკში სტუმრობისას ცხოველი შენიშნა, რომელიც უცნაურად გამოიყურებოდა.
მისი თქმით, ზოოპარკმა ვირი ზებრას ფერებში შეღება.
მან ასევე სოციალურ ქსელ ფეისბუქში ცხოველის ფოტოები გაავრცელა.
ზოოპარკის დირექტორი ვირის შეღებვას უარყოფს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მსგავსი რამ 2013 წელს ჩინეთის ზოოპარკში მოხდა, სადაც დამთვალიებლებმა აღმოაჩინეს, რომ ვოლიერში ლომის ნაცვლად ძაღლი ჰყავდათ, რადგან ლომი იყეფებოდა.