Developed By Web Features 2024 © All rights reserved
ზოტის ცენტრალური გზა სრულად რეაბილიტირდა. ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო გზის 3 კმ-მდე მონაკვეთზე. პროექტი მთის განვითარების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებაც 1 მლნ 514 195 ლარია. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და ჯამში 5 კმ შეადგინა. დასრულებული სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved