ამერიკის შეერთებული შტატების დაავადების კონტროლის და პრევენციის ცენტრის ახალი კვლევის მიხედვით, ვაქცინაცია ორსულებში მუცლის მოშლის ალბათობას არ ზრდის.
„ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია. არასოდეს ყოფილა ვაქცინაციის პროცესის ზრდა ისე აუცილებელი, როგორც ახლა, რადგან ვხვდებით სწრაფად გადამდებ დელტა ვარიანტს და Covid-19– ით გამოწვეულ მძიმე შედეგებს არავაქცინირებულ ორსულებს შორის“,_ აცხადებენ აშშ-ს ჯანდაცვის ცენტრში.
რეკომენდაციები ემყარება დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ქალებს შორის ადრეული მუცლის მოშლის მაჩვენებელი საშუალოზე მაღალი არ არის. Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებით აცრილ ორსულ ქალებში მუცლის მოშლის ალბათობა 13%-ს შეადგენდა.
ჯანდაცვის ცენტრის თანახმად, ორსულობის დროს მუცლის მოშლის საშუალო მაჩვენებელი 11% –დან 16% –მდეა.