“გილოცავთ ახალ, ლამაზ შენობაში გადმოსვლას. ჩემთვის ეს არის ძალიან სასიხარულო დღე, ვინაიდან ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომელთა განვლილი ცხოვრებაც ყველა ჩვენგანისთვის არის საამაყო”, _ ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვეტერანების შენობის გახსნაზე. ვეტერანის წოდება იწვევს განსაკუთრებულ მოწიწებას და, რა თქმა უნდა, მათ მიერ გაკეთებული საქმე გვაძლევს ჩვენ დღეს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ვიცხოვროთ მშვიდობიან ქვეყანაში და მშვიდობიანად ვაშენოთ ჩვენი შვილებისთვის ხვალინდელი დღე.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ შენობაში, ბევრ ახალ სასიკეთო იდეას ჩაეყრება საფუძველი. სახელმწიფოსთვის, ზრუნვა ვეტერენებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე, არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სათანადოდ ვერ მივუზღავთ ამ ადამიანებს იმას, რაც მათ ჩვენი ქვეყნისთვის გაიღეს და სახელმწიფო იზრუნებს, რომ ამ მიმართულებით გააძლიეროს საკუთარი ძალისხმევა. ჩემთვის ცნობილია , რომ მზადდება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ რაც მოგახსენეთ, ამ მიმართულებით, ჩვენ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე დადეს სასწორზე, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ნათელი მომავლისთვის. მინდა ყველა ვეტერანს გადავუხადო დიდი მადლობა, ვუსურვო მათ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა. მინდა, რომ ისინი იყვნენ ჩართულნი ჩვეი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს”, _ თქვა პრემიერმა.