ამ დროისთვის ზუგდიდის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცედურები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა, ზუგდიდში #5 და #81 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელების მობილიზება შეინიშნება. რას უკავშირდება სამართალდამცავების მობილიზება, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში შუალედური არჩევნები გაიმართა. ზუგდიდმა დღეს მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, 20:00 საათზე უბნები დაიხურა და ამ დროისთვის ბიულეტენების დატვლის პროცესი მიმდინარეობს.
აღნიშნული უბნები, #6 სკოლაშია განთავსებული, რომლის ყოფილი დირექტორი ია კერზაია რამდნიმე თვის წინ გარდაიცვალა, ის ხელისუფლებას არჩევნების პერიოდში ზეწოლაში ადანაშაულებდა და სწორედ მიღებული სტრესის გამო გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა.