ზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის საჭადრაკო სასპორტო სკოლაში „ნონა“ გაიმართა “ზუგდიდის ღია რეიტინგ-ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში”.
ტურნირი ჩატარდა შვეიცარული სისტემით 11 ტურად და მასში მონაწილეობა მიიღო 11 ქალაქის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, ხობის, ჩხოროწყუს, აბაშის, ქუთაისის, ზესტაფონის, ტყიბულის, თბილისის და ლვოვის 50-მდე მოჭადრაკემ. დროის რეგლამენტი – 3 წუთი თითოეულ მონაწილეს პარტიის ბოლომდე ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით. I ადგილი, 10, 5 ქულით , დაიკავა ზუგდიდელმა გიორგი ნაყოფიამ. II ადგილი – 9,5 ქულით თბილისელმა მარიამ თევზაძემ. III ადგილი – 8, 5 ქულით ზუგდიდელმა ნიკოლოზ შამათავამ. 14 წლამდე ასაკში, 7 ქულით პირველი ადგილის მფლობელი გახდა სენაკელი გიორგი ჭანტურია.
პრიზიორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ფულადი პრიზებით, ასევე მედლებით და დიპლომებით.
ავტორი