ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობანდატოვა.
გოგიამ ეს გდაწყვეტილება ამომრჩეველს სოციალური ქსელით გააცნო:
“მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.
ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში.
მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს,_ წერს გოგია.
თანამდებობის დატოვების დეტალებზე გოგიას განმარტებები არ გაუკეთებია, თუმცა, “გურია ნიუსის” ინფორმაციით ამის მიზეზი მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაა.
ჩვენი წყაროს თქმიტ, ლაშა გოგის საქმიანობას სუსი სწავლობს.
ჩვენ უფრო მეტი დეტალის გარკვევს, როგორც გოგიასთან, ასევე სუსში შევეცადეთ, თუმცა, ამ დროისთვია დამატებითი კომენტრების მოპოვება ვერ შევძელით.
ერთადერთი, რაც დავაზუსტეთ ისაა, რომ გოგია რამდენიმე დღის წინ, სუსში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
“გურია ნიუსი” თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.