ქართული ოცნების მერობის კანდიდიატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ ანაკლიაში ახალგაზრდებს მისი პროგრამიდან ახალგაზრდული პოლიტიკა წარუდგინა. მერობის კანდიდიატმა იმ პროექტებზე ისაუბრა რის განხორციელებასაც ახალგაზრდული მიმართულებით აპირებს.
ზუგდიდში აშენდება ახალგაზრდული სივრცე, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა იდეების გენერირება მოახდინონ. ახალგაზრდებს ამ სივრცეში ტექნოლოგიების, კულტურის, სპორტის მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ექნებათ. მერობის კანდიდატის განცხადებით, ახალგაზრდული სივრცე მათივე საკუთრება გახდება.
,,ეს უნდა გახდეს ადგილი, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი ინტელექტუალური, სახელოვნებო, სპორტული თუ სხვა მიმართულებით. ეს იქნება სივრცე, რომელიც იქნება თქვენი, ახალგაზრდების საკუთრება და იქ გენერირებული იდეები შეისხამს ხორცს. განსაკუთრებულობა ამ იდეის ალბათ არის ის, რომ ახალგაზრდებს ექნებათ მოტივაცია გააქტიურდნენ და ნახონ, რომ უსმენენ და მათ მოსაზრებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს” _ განაცხადა მერობის კანდიდატმა.
გიორგი შენგელიას განმარტებით, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოიყოფა თანხა, რომელიც ახალგაზრდების იდეებისთვის იქება განკუთვნილი და გამოვლენილი საუკეთესო პროექტების დაფინანსება მოხდება.
ასევე მოხდება ნიჭიერი ახალგაზრდების დაფინანსების გაზრდა. პროგრამა, როგორც წარჩინებული სტუდენტებისთვის მერის სტიპენდიის გაცემას, ასევე მათ საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებასაც შეუწყობს ხელს.
,,ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ ზუგდიდიდან, ან საქართველოდან გასვლა მიზნის მისაღწევად. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ეს უზარმაზარი რესურსი დავუკარგოთ ჩვენს მომავალს. ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება რომ საზღვარგარეთ წავიდნენ ან ტურისტად ან სასწავლებლად და იქ მიღებული გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმარონ” _ აღნიშნა შეხვედრაზე შენგელიამ.
მერობის კანდიდიატმა ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება, რისი გარანტიაც სახელმწიფოა.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ტურიზმის განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ზუგდიდი არ იქნება ტურისტების გამტარი მუნიციპალიტეტი. არამედ აქ შეიქმნება ტურისტული ინფრასტრუქტურა და მარშუტები, რაც ტურისტებს შესაძლებლობას ისცემს მეტი დრო დაჰყონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
ახალგაზრდებთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიში გაგრძელდა, მათ შეკითხვები განათლების, სპორტის და კულტურის საკითხებზე ჰქონდათ.