ზუგდიდის მთავარ ნაძვის ხეს შლიან. ნაძვის ხე ძლიერმა ქარმა დააზიანა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.
ცნობისთვის, ძლიერმა ქარმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების და კორპუსების სახურავები.