ზუგდიდის ქუჩებში და მერიის შენობის კედლებზე წარწერა : “უცხოური გავლენის აგენტები” გამოჩნდა. ეს წარწერა ქალაქში “დროას” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მარიამ სიჭინავამ დატოვა.
“მერს, ვიცე მერს და მერის მოადგილეებს დღეიდან ეწოდოთ აგენტები, ვიცე აგენტები და აგენტის მოადგილეები. ზუგდიდის მერიას იმაზე მეტი გრანტი აქვს აღებული, ვდრე მე, ამ სამ წელში. არც აგენტად დავრეგისტრირდები და არც თქვენ გადაგიხდით ჯარიმას!!”_ აცხადებს, სიჭინავა.
საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა, მმართველი პარტია არ ემიჯნება.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთა დაფინანსების გარკვეული ნაწილი უცხოეთიდან არის მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან. მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ. ასევე, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება.
ასევე, სამინისტროს მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება.
ავტორი