ზუგდიდში აფთიაქი დაყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, „ნეოფარმში“ ნიღბიანი პიროვნება შეიჭრა, სალაროდან თანხა აიღო და გაიქცა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.