ზუგდიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, „გურია ნიუსისთვის“ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა.
ისინი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.