საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 4 თორმეტსართულიან კორპუსს აშენებს, სადაც ბინა 240 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება სამეგრელოს რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
განაცხადები მიიღება 2017 წლის 4 ნოემბრამდე, შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი; ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6, სამინისტროს ტერიტორიული სამმართველო. (R)