ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა და მედპერსონალმა გამსახურდიას ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს.
მედიკოსები აპროტესტებენ იმ სავარაუდო გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ეკონომიკის სამინისტრო კლინიკის გასხვისებას გეგმავს.
მათი თქმით, არ სურთ, რომ პოლიკლინიკა შეუერთდეს ტატიშვილის ტრავმატოლოგიურ კლინიკას.
გაფიცული ექიმები ამბობენ, რომ კლინიკის გასხვისება და პროფილის შეცვლა ტარიფების მატებას და პაციენტების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს. ამასთანავე, ისინი სამუშაო ადგილების დაკარგავასაც შიშობენ.
აქციის მონაწილეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ითხოვენ შეხვედრას და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
მსგავსი აქცია შპს “აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის“ ექიმებმა რამდენიმე დღის წინაც გამართეს.
ავტორი