დღეს, ზუგდიდში, სკეიტპარკში, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომ დროულად გათავისუფლდეს საქართველოს მოქალაქე.
ცნობისთვის, ირაკლი ბებუა დე ფაქტო სასამართლომ “სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის”, “სხვისი ქონების განზრახ დაზიანების” და “საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის” მუხლებით გაასამართლა. მას 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გავრცელებული ინფორმაციით, ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
ავტორი