ყაჩაღობა მოხდა გვიან ღამით ზუგდიდში. არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით სუპერმარკეტ „ლიბრეში“ მამაკაცი შეიჭრა და სიგარეტები წაიღო. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.