ცოტა ხნის წინ დასრულდა სამაშველო ოპერაცია ზუგდიდში, სადაც მაღალი ძაბვის ანძაზე ასული მამაკაცი მაშველებმა უვნებლად ჩამოიყვანეს.
როგორც ” ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, ქალაქის ტერიტორიაზე, მაღალი ძაბვის ანძაზე, სავარაუდოდ, ნასვამი პირი იმყოფებოდა, რის გამოც ენერგოსისტემამ ელექტროენერგიის გამორთვის გადაწყვეტილება მიიღო.
ბოლო ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის ტერიტორიის ნაწილს და ასევე ,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს.
ცნობისთვის, ახალგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობით იმუქრებოდა და ამბობდა, რომ მან გოგოს ცოლობა სთხოვა, რაზეც მისგან უარი მიიღო. როგორც ახალგაზრდა აცხადებდა, პასუხს შეყვარებულს ამ ფორმით გასცემდა.