ზუგდიდში,მეორე საჯარო სკოლაში დარაჯი გარდაცვილი იპოვეს. ინფორმაცია “გურია ნიუსს” სკოლის დირექტორმა დაუდასტურა.
ნინო ბულიას განცხადებით, გარდაცვლილს გული აწუხებდა. მისივე ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დარაჯის ოთახში იპოვეს.
“გარდაცვლილი იპოვეს, გულიო აწუხებდა ამ ადამიანს. წუხელ ღამით შვილი ესაუბრა. დილითაც ვურეკავდი და არ მპასუხობდაო. სკოლაში მოვიდა, სადაც ჭიშკარი დაკეტილი დახვდა, რადგან დღეს კვირაა. გარდაცვლილი თავი ოთახში იპოვეს”, _ გვითხრა ბულიამ.
გურია ნიუსი შსს-ს დაუკავშირდა, სადაც უპასუხეს, რომ აწარმოებდნენ მოკვლევას. უწყების კომენტარს “გურია ნიუსი” მკითხველს უახლოეს დროში შესთავაზებს.