ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშში. ზუგდიდი-ყულიშკარის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს სავარაუდოდ საბურავი გაუსკდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
წყარო: იმედინიუსი