აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“მეგობრებო, ყველას მადლობა და ბოდიში რომ ვერ გპასუხობთ.
სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და გაიქცნენ.
შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდე რაღაც პატარა ძვალი არი გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში. სხვა ყველაფერი შევამოწმეთ და არაფერი მჭირს.
ახლა ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს.
ასევე, აქედანვე ხელს დავუქნევ შალვა საწყალ პაპუასას.
ცხადია დღეს ამ ქვეყანაში რეჟიმის პატიმრები ყველაზე თავისუფლები არიან, რეჟიმის გალახულები კი ყველაზე ჯანმრთელები. ჩემთვის პატივია”,_ წერს ზუკა ბერძენიშვილი.