თბილისის მთავარ სამმართველოში „ალტ-ინფოს” დამფუძნებლის ზურა მახარაძის გამოკითხვა დასრულდა.
ზურა მახარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თუ ელჩებისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, ზეწოლა იქნება“, ამ შემთხვებაში არ გამორიცხა, რომ დააკავებენ.
„რაც კითხვები ჰქონდა გამოძიებას, ყველაფერზე გავეცი პასუხი, მეტ დეტალებში არ შევდივარ. როგორც გამოძიება გადაწყვეტს, ისე იქნება. თუ მათზე ზეწოლა იმხელა იქნება ამერიკიდან და ელჩებიდან, რომ დამაკავებენ, მაშინ დამაკაონ“, _ განაცხადა ზურა მახარაძემ.
ავტორი: მერაბ ცაავა