„გურია ნიუსი“ ცდილობდა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, როგორც ალავიძესთან, ისე, მაია ცქიტიშვილთან გადემოწმებინა, თუმცა, არც ერთმა მათგანმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე თანამდებობას ტოვებს.
ჩვენი წყაროს თქმით, უკვე ცნობილია მისი შემცვლელის ვინაობა _ კვირიკაშვილი ალავიძის მაგივრად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მაია ცქიტიშვილს წარადგენს.
ალავიძე წასვლის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, როგორც გვითხრეს, სპეციალურ განცხადებას ის საგანგებო ბრიფინგზე გააკეთებს, რომელიც ამ დღეებშია ჩანიშნული.
“გურია ნიუსი“ ცდილობდა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, როგორც ალავიძესთან, ისე, მაია ცქიტიშვილთან გადემოწმებინა, თუმცა, არც ერთმა მათგანმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.