“ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტიას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დროა გზა დაუთმოს მომავალ თაობას.
“თავს ნუ მოვიტყუებთ: უმძიმესი სოციალური კრიზისის მიუხედავად, მთავრობას ჯერ კიდევ აქვს ფინანსური რესურსი – მომავალი თაობების ხარჯზე – რომ წელს კიდევ დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარის ვალი აიღოს და საკუთარი საარჩევნო ბაზა გამოკვებოს.
აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკანდახევით), გზა დავუთმოთ მომავალ თაობას. ჩემს გარშემო უამრავ ახალგაზრდას ვხედავ, რომელსაც მე ვანდობდი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებას”, _ წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.