“ბელორუსისგან და რუსეთისგან მხოლოდ იმით განვსხვავდებით, რომ ჩვენთან კიდევ არის ხალხი, ვინც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ”,_ აღნიშნული განცხადება ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, რომელიც საპროტესტო აქციაზე იმყოფება “მთავარი არხის” ეთერში გააკეთა.
“დააყენეს მთელი პოლიცია. ამხელა რესურსის მობილიზება ნიშნავს რომ აქციამ თავის შედეგი მოიტანა. ამ აქციამ შეიძლება მილიონნაირი სახე მიიღოს. თუ გზის გადაკეტვა გვინდა, საღამოს რუსთაველზე უნდა შევიკრობით და რას იზამენ? აქ ხომ არ დაგვტოვებენ, ფეხით რომ წავიდეთ? ჯერ ადრეა. ხალხმა ახლა დაიწყო შეკრება”,_ განაცხადა ჯაფარიძემ.