,,წალენჯიხაში რაღაც საკუთრების შეძენას ვაპირებ“, _ განაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძემ, ,,მთავარ არხთან“ საუბარში.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან შორს არის, უღირს გადასვლა.
“გვაქვს იდეები, რის გაკეთება შეიძლება აქ. გირჩში არიან ადამიანები, ჩემი ჩათვლით, რომლებიც აპირებენ წალენჯიხაში რაიმე საკუთრების შეძენას _ მიწის ან სახლის და ა.შ. და ეგეთი ახლა ამ წუთში მყავს, დაახლოებით. 6-7 ადამიანი. გიასაც ვუთხარი ეს და დამაკვალიანა, რამდენიმე ადამიანის საკონტაქტოებიც მაქვს წამოღებული, რომლებიც დაგვპირდნენ, რომ აქ მოგვიძებნიან რაღაცებს. საკუთრების ფასი თბილისთან შედარებით დაბალია. ფანტასტიკური ადგილია, ფანტასტიკური ბუნებაა, ტყეში შეგიძლია იცხოვრო. ცოტა შორი კი არის თბილისიდან, მაგრამ მე მიღირს“, – ამბობს ჯაფარიძე
შეგახსენებთ, წალენჯიხა ერთადერთია მუნიციპალიტეტი, სადაც მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.
ცნობისთვის, დღეს ,,მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არხის იურიდიული მისამართი წალენჯიხაში გადავა.
[sexy_author_bio]