„აი, ეგ სამი უნდა დასვა 200-ლარიან დახმარებაზე და ვნახავთ როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ“, _ თქვა “გირჩი _ მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრა ნიუსთან“ საუბრისას.
“უნდა დასვა 200-ლარიან დახმარებაზე გამყრელიძე, ცერცვაძე და რა გვარია, იმნაძე, ხო, მე მგონი. აი, ეგ სამი უნდა დასვა 200-ლარიან დახმარებაზე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ.
უნდა უთხრა, რომ იჯექი სახლში, არ გამოხვიდე, ნახე და მომეცი რეკომენდაციები. ისინი თვითონ კი არ ადგანან პაციენტებს თავზე, რეკომენდაციებს იძლევიან”, _ განაცხადა ჯაფარიძემ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში.