https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ზურაბ ჯაფარიძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს

20:27; 19.10.2025
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან წერილს აქვეყნებს.

ზურაბ ჯაფარიძე ვრცელ წერილში განმარტავს, რა არის „ფუნდამენტური პრობლემა“, რის გამოც, „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეების გაერთიანება ვერ ხერხდება.

წერილს, რომელიც 17 ოქტომბრით თარიღდება, უცვლელად გთავაზობთ:

„ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა, რაც გვჭირს აქეთ მხარეს, რის გამოც ვერ ვახერხებთ მთავარს – გაერთიანებას, არის ის, რომ განსხვავებულად ვუყურებთ არსებულ რეალობას.

ეგვიპტეში მსოფლიო ლიდერების შეხვედრის გაშუქებას დავაკვირდი, როგორ და რას საუბრობენ ჟურნალისტები, რა კითხვებს სვამდნენ, რა პასუხებს იღებდნენ პოლიტიკოსებისგან, ანალიტიკოსებისგან, აქტივისტებისგან, და ძალიან ნათლად ჩანდა, რომ არეული ვართ. ბევრ თემაზე ვხედავ თითქმის ყოველდღიურად, რომ რაღაც კითხვებზე მარტივი, გასაგები, ლოგიკური პასუხი არ აქვს ვიღაცას და იწყება მერე მიდებ-მოდება.

ეს მიდებ-მოდება პრობლემაა, რადგან არაა ზუსტი, აჩვენებს, რომ ყველა ერთნაირად არ ვხედავთ იმ სურათს, რომელშიც ვართ და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ერთნაირად არ ვუყურებთ, ვერ ვთანხმდებით – რის წინააღმდეგ ვიბრძვით.

ეს ფუნდამენტური პრობლემაა, თუ გამარჯვება გვინდა.

ძალაუფლების მოყვარულ ფსიქოპატს ვებრძვით? ფულზე გაგიჟებულ კლეპტოკრატთა ხროვას ვებრძვით? თუ რუსეთს ვებრძვით, რომელსაც ეფექტური კონტროლი აქვს დამყარებული მთელს ქვეყანაზე?

ეს სამი არ არის ერთი და იგივე.

ძალაუფლების მოყვარული ადამიანი შეიძლება იყოს პატრიოტი, ისევე როგორც ფულის მოყვარულ ხალხს შეიძლება აწუხებდეს ქალების ცემა და მათი ციხეში ჩასმა სხვების დასაშინებლად.

რუსულ რეჟიმს კი მაგრად ჰკიდია მორალი და უეჭველი, ყოველთვის მოქმედებს კრემლის ინტერესებით, ანუ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მაგრამ მთავარი ის არის, რომელი ტიპის მოწინააღმდეგეს, როგორი ბუნება და მახასიათებლები აქვს. მთავარი ისაა, რომ ჩვენი მოქმედების სტრატეგია (და არამარტო სტრატეგია) პრინციპულად იცვლება იმ შემთხვევაში, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ მეორე მხარეს რუსეთია.

მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო: – ერთია შენს საცემრად გამოყვანილ, ტვინგარეცხილ სპეცრაზმელს უმტკიცო, რომ ის იცავს ძალაუფლებაზე ჩაფრენილ ბოროტ არსებას, ან რაღაც ელიტას, რომელიც მის ხარჯზე გამდიდრდა, და მეორეა აუხსნა მას, რომ ის დგას საკუთარი ქვეყნის მტრის მხარეს, რომელმაც დიდი შანსია, მისი წინაპრები და ოჯახის წევრები გამოყარა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ან საერთოდ დახოცა.

ჩემი დაკვირვებით, მთავარი მიდებ-მოდება და გაუგებარი, არადამაჯერებელი პასუხები იწყება მაშინ, როდესაც ვიღაცას ან არ ესმის, ან ერიდება თქმა, რომ ეს ქვეყანა არის რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ. როგორც კი ამ პრიზმიდან შეხედავ, ყველაფერი, ქოცების ყველა ნაბიჯი იხსნება მარტივად და ხდება გასაგები ნებისმიერი ადამიანისთვის.

რა კავშირშია ანაკლიის გაჩერება ფულის კეთებასთან ან ძალაუფლების შენარჩუნებასთან? რა შუაშია რუსეთის დადასტურებული აგენტისთვის, ფარცხალაძისთვის, პროკურატურის ჩაბარება 12 წლით ამ ყველაფერთან? რუსეთის ნომრიანი ჯაშუშების გამოშვება? NATO-სთან ურთიერთობის პრაქტიკულად განულება? ბელორუსიის KGB-სთან ხელშეკრულების დადება? 2008 წლის ომში საქართველოს დადანაშაულება? ის, რომ 13 წელია პუტინი, მედვედევი, პესკოვი, რიმონიანი, დუგინი, ზახაროვი, კარასინი მხოლოდ აქებენ ქოცებს? მეტიც, ძალიან მარტივად შეიძლება იმის მტკიცება, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება (როცა უპრობლემოდ შეეძლოთ კიდევ გაეჯანჯლებინათ და დაებოლებინათ ბრიუსელი), ისევე როგორც აღვირახსნილი ანტიდასავლური კამპანია, არათუ არ ეხმარებათ ძალაუფლების შენარჩუნებაში და შესაბამისად, ფულის კეთებაში, არამედ – პირიქით.

შეხედეთ ამ რუკას, მსოფლიო სულ უფრო და უფრო გვხედავს ასე, იმიტომ, რომ დღითიდღე ვუახლოვდებით ამ სურათს. უცნაური ისაა, რომ გარედან ასე გვიყურებენ და შიგნით ვიღაცებს ამის დანახვა არ უნდათ ან არ შეუძლიათ.

13 წლის განმავლობაში ივანიშვილს და ქოცებს არ გაუკეთებიათ არაფერი, რაც წინააღმდეგობაში იქნებოდა კრემლის ინტერესებთან და არ გაუკეთებიათ არაფერი, რაც არ იქნებოდა კრემლის ინტერესებში. არაფერი. დაფიქრდით ამაზე. ორივე ნაწილზე. შენგენთან უვიზო და 2008 წლის ომზე სტრასბურგში საქმეები არ ითვლება, ადრე დაწყებული პროცესებია ორივე და ინერციით გავიდა ფინალში, სანამ რუსებმა ბოლომდე გაიმყარეს აქ პოზიციები.

არაფერი, რაც წინააღმდეგობაში იქნებოდა კრემლის ინტერესებთან + არაფერი, რაც არ იქნებოდა კრემლის ინტერესებში.

შეხედეთ ამ რუქას და გაითვალისწინეთ, რომ სანამ რუსეთი სანქციების ქვეშაა, მას სჭირდება ეს ქვეყანა სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. ამიტომ, კრემლის მიზანია, საქართველო დარჩეს პოლიტიკურ იზოლაციაში დასავლეთისგან, მაგრამ არ აღმოჩნდეს ეკონომიკურ იზოლაციაში. ამით იხსნება ის, რომ ეს მონები თან აგინებენ დასავლეთს, დასავლურ ინტერესებს და თან უბადრუკად წვალობენ, რომ ვინმემ ხელი ჩამოართვათ.

შეხედეთ ამ რუქას და იფიქრეთ:

-რატომ უნდა დაუძახონ ეგვიპტეში საქართველოს? მაშინ პუტინს დაუძახებდნენ, რადგან კრემლია ამ ტერიტორიასთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიმღები. მაგრამ პუტინს არ ელაპარაკებიან დღეს

-რატომ უნდა დაელაპარაკოს ვინმე კობახიძეს ან ყაველაშვილს?

-რატომ უნდა დაგვსვან საერთოდ რომელიმე მართლა მნიშვნელოვან საერთაშორისო ან რეგიონულ შეხვედრაზე?

-რატომ უნდა ჩადონ აქ ფული? რუსეთში დებენ დღეს ფულს?

-რატომ უნდა დაგიფინანსონ რეგიონული თუ მსოფლიო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროცესები აქ? რუსეთში აშენონ ინფრასტრუქტურა? რკინიგზა აკლია რუსეთს თუ პორტი?

-რატომ უნდა ჰქონდეთ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთ უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონასთან? უსაფრთხოების საკითხია ბოლოსდაბოლოს, ვინ გააკონტროლებს, რამდენ რუსული სპეცსამსახურის თანამშრომელს მისცემენ აქ საქართველოს მოქალაქეობას, რომ მერე უვიზოდ წავიდნენ შენგენის რომელიმე ქვეყანაში?

-თუნდაც ჩინეთმა რატომ უნდა ჩადოს ამ ტერიტორიაზე ფული? რუსეთის გავლით ჩინეთს ისედაც აქვს ევროპასთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა. იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც. რუსეთი ჩიხია დღეს და თუ ჩვენც ვჩანვართ როგორც რუსეთის ნაწილი, ჩვენც ჩიხი ვართ.

ჩიხში ფულს არავინ ჩადებს.

უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება. ესაა რეალობა, რომელიც სულ უფრო ცხადი ხდება მსოფლიოსთვის. თუმცა შიგნით ბევრი ისევ ვერ ხედავს ან არ უნდა ამის აღიარება. და მანდ იწყება ბოდიალი “ძალაუფლების შენარჩუნებაზე” და “ფულის კეთებაზე” (რაც სიმართლეა, მაგრამ მარტო ამეებით ვერ იხსნება ბევრი რამე)

შეთანხმება იმაზე, ვის ვებრძვით არის გადამწყვეტი საკითხი, ამითაა დასაწყები. ამაზე უნდა დაშენდეს შემდეგ ყველაფერი.

როცა ყველა გავიაზრებთ და ყოველ მეორე დღეს არ დავივიწყებთ, რომ სინამდვილეში – ესენი არიან ჩვეულებრივი რუსული ურდო, რომელიც კრემლმა შემოასია ამ ქვეყანას და განსხვავება ივანიშვილსა და იმ რუს ნაბიჭვარს შორის, 2008-ში გორის გზაზე რომ იდგა მოპარული კოვზით ჯიბეში, მხოლოდ ნაძარცვის მასშტაბშია – ძალების გაერთიანება მარტივი იქნება”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8 თებერვალი, 2026
სამართალი

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:51; 8 თებერვალი, 2026
სამართალი

სპეცოპერაცია რუსთავში- დაკავებულია რამდენიმე პირი

09:57; 8 თებერვალი, 2026
სამართალი

შსს: ამოღებულია ტყვიამფრქვევი, 2 მჭიდი, 26 საბრძოლო ვაზნა და „გამომშრალი მარიხუანა“

15:08; 7 თებერვალი, 2026
სამართალი

“სანადირო თოფიდან ესროლა და მიიმალა” _ რა მოხდა გურიაში

10:26; 7 თებერვალი, 2026

57 წლის კაცი, რომელსაც 14 ოქტომბრიდან ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

ყველა სიახლე

მსოფლიო

მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

11:54; 8.02.2026
ზაფრანი

მიხეილ მესხის მაისური

11:08; 8.02.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8.02.2026
სამართალი

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:51; 8.02.2026
ზაფრანი

სლავა და ბობიკა

10:29; 8.02.2026
ზაფრანი

„დავსაჯეთ, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო…“

10:16; 8.02.2026
სამართალი

სპეცოპერაცია რუსთავში- დაკავებულია რამდენიმე პირი

9:57; 8.02.2026
ზაფრანი

“18 წლის ვიყავი, როცა”- ალექსანდრე ჩივაძე პირველი შეკრების შესახებ

9:45; 8.02.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

18:39; 7.02.2026
საზოგადოება

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები – რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

15:28; 7.02.2026
საზოგადოება

იგეგმება თუ არა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარემონტო სამუშაოების დაწყება

15:22; 7.02.2026
სამართალი

შსს: ამოღებულია ტყვიამფრქვევი, 2 მჭიდი, 26 საბრძოლო ვაზნა და „გამომშრალი მარიხუანა“

15:08; 7.02.2026
საზოგადოება

მამალაძე, იქ, სადაც მიდიხარ, ვერ გაგიშვებთ _ სკოლა დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

15:01; 7.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით

12:22; 7.02.2026
საზოგადოება

ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12:03; 7.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო