მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სასულიერო პირების კრიტიკას ტელეკომპანია იმედის ეთერში უპასუხა.
ზურაბიშვილის თქმით, საარჩევნო კამპანიაში ეკლესია არ უნდა ერეოდეს.
“მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათაშორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიის და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით, ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ, არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს”,_ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის საკუთარი სკანდალური განცხადებები გამო, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, ასევე მეუფე გრიგოლმა და მეუფე მელქისედეკმა გააკრიტიკეს.