Developed By Web Features 2024 © All rights reserved
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას და მის შვილებს ემუქრებიან. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო დღეებში, კერძოდ 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების, თეიმურაზისა და ქეთევანის და პირადად ჩემს მიმართ, ესემეს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა. გამოკვეთილად სხვადასხვა უხამსი სიტყვებით სამივეს მიმართულებით გაჟღერდა „შუბლს გაგიხვრეტთ, თქვენს სისხლს დავლევ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მუქარა რეალურია და ავტორები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები.
„მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენფიტიცირებული პირები არიან, ყოფილი სამხედროები, დაკავშირებული თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მეთაურებთან”, _ განაცხადა ზურაბიშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved