საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული მარში“ მხარდაჭერას ოფიციალურად არც ერთ კანდიდატს არ უცხადებს.
როგორც ბრიფინგზე ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, მისი პირადი პოზიციაა, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უნდა გახდეს.
„პირადად ვერ ავიღებ ვერანაირ პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილზე და ჩემი ხმა ვერ და არ წავა სალომე ზურაბიშვილის მხარეს, რადგან ვაცნობიერებ რაოდენ მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო არჩევნები და რაოდენ დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ყოველივე აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ გახლავთ ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი“,_აღნიშნა ბრეგაძემ.