სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მეტროსადგურ “რუსთაველიდან”, რომელშიც ჩანს, რომ ორი ნიღბიანი კაცი მგზავრს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
მომხდარს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა.
“თბილისის მეტროში “კაცები შავებში“ იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
#terrorinGeorgia « Men in black » cursing, threatening and spreading violence in theTbilisi subway. No police, no law enforcement to protect citizens! https://t.co/LnEeWAtzfX
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 16, 2024