პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს, პარალელურად საქართველოს მთავრობამ სხდომათა დარბაზი დატოვა.
სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს “ქართული ოცნება” გააკრიტიკა და თქვა, რომ ხელისუფლებამ ევროპულ გზას გადაუხვია. პრეზიდენტის თქმით, პარალელურად სახელმწიფო ინსტიტუტებს გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები.
ცნობისთვის, ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ოპოზიციური ფრაქციების ლიდერები სიტყვით გამოდიან.