“აფხაზთა კრება” და ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას”დამფუძნებლის, დავით ქაცარავას თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო სამართლებრივი პასუხი უნდა აგოს.
ქაცარავას თქმით, საუბარია ზურაბიშვილის მიერ 308-ე და 319-ე მუხლების დარღვევაზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობასა და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში უცხო ქვეყნის დახმარებას გულისხმობს.
მხარეები შესაბამისი განაცხადის შეტანას პროკურატურაში დღეს აპირებენ.