გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ზურა მუშუქია დაიღუპა, სავარაუდოდ, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც სოციალურ ქსელში მუშუქიას ახლობელი, დავით გოჩავა წერს, ზურას დედას დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილი ცოცხალია. სხვა დეტალები უცნობია.
“გურია ნიუსი” პოსტის ავტორს დაუკავშირდა. როგორც გოჩავა ამბობს, “ზურას დედას დაჰპირდნენ, რომ ერთ საათში შვილი დაურეკავს”.
შეგახსნებთ, მუშუქიას გარდაცვალების ამბავი მედიაში 6 ივნისს, ოჯახზე დაყრდნობით გავრცელდა.
ავტორი