ქალაქ ოზურგეთში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლუდის ბარი “ნატახტარი“ დროებით დალუქა. ამ დროისთვის ბარში მხოლოდ მომსახურე პერსონალია და ელოდებიან სააგენტოსგან ოფიციალურ წერილს, რის გამო შეუწყდა ბარს მუშაობის უფლება.
“ზუსტად არაფერი ვიცით, რის გამო შეგვიჩერდა მუშაობის უფლება და ველოდებით ოფიაციალურ საბუთს. შემოვიდნენ და შემოწმების შემდეგ გვითხრეს, რომ დროებით უნდა შეგვეჩერებინა მუშაობა“, _ გვითხრა ბარმენმა გიორგი ლომჯარიამ.
“ნატახტარში“ “გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მითითებები მიცეს.
“რაც სტანდარტებს არ შეესაბამება აღმოფხვერითო. მაცივარის პრობლემა იყო და უნდა შევცვალოთ. გვაქვს გეგმები და ველოდებით მითითების მიღება“, _ გვითხრეს “ნატახტარში“.
ამავე თემაზე – http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/sursatis-uvneblobis-samsakhurma-ozurgetshi-ert-erti-popularuli-ludis-bari-dakhura