თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი, მიხეილ სარჯველაძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც სარჯველაძე ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა საგამოძიებო კომისია არ შედგეს.
“აი ზუსტად ასეთი მონდომებით და გააფთრებით გაილაშქრეს 2012-შიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგ და შედეგად კლანის დაწინაურებამდე და ამერიკულ სანქციებამდე მოვედით. ზუსტად ეს ხალხი ჩაიყოლებს ბიძინასაც, ზუსტად ისე, როგორც მიშა გადაიყოლა მათზე გადაფარებამ და სახელმწიფოს მათზე ჩამოკიდებამ.” _ წერს თინა ხიდაშელი.