ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ „ფაიზერის” მილიონამდე დოზას მივიღებთ, თუმცა, ვაზუსტებთ მოწოდების ბაზას დოზებზე, _ ამის შესახებ “მინისტრის საათის ფრორმატში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
“გვაქვს ასევე ზუსტი ინფორმაცია, რომ მივიღებთ 43 ათას „ასტრაზენეკას” 30 აპრილისთვის. ასევე წარმატებით მიმდინარეობს „სინოფარმთან” მოლაპარაკება და დამატებით 250 ათასი დოზა არის დაპირებული „სინოფარმის” მხრიდან ივნისში”, – ამბობს ტიკარაძე.




































































