საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მამა-შვილი 2 930 მეტრის სიმაღლეზე აღმოაჩინეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, თუ რატომ იმყოფებოდნენ მამა-შვილი სათხილამუროდ ზვავსაშიშ ზონაში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სამაშველო სამსახურმა გააფრთხილა.