გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე (კმ 93 – კმ 107) ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხეა.
“უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზვავსაშიშროების საფრთხის მოხსნისთანავე, გზის მონაკვეთი გაიწმინდება და გადაადგილება სრულად აღდგება”,_ აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.


































































