_ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე მე არ მიაქტიურია. მარგველაშვილს ვიცნობდი ისე, როგორც თქვენ _ ტელეეკრანებიდან. უბრალოდ, მომწონდა მისი ფილოსოფიური აზრები და ამიტომ მივეცი ხმა, _ განაცხადა პარლამენტის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ოზურგეთში, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრაზე
მისივე თქმით, ახლა განსხვავებული სიტუაციაა _ ის კარგად იცნობს სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც 2004 წელს თურქეთში გენერალურ კონსულად დანიშნა და ასეთი ახლო ნაცნობობამ გადააწყვეტინა სიტყვით მიმართოს საზოგადოებას:
_ ახლა ქალბატონი სალომე კომიტეტში ჩემი მოადგილე იყო და ისევ მომეცა ბედნიერება მასთან მუშაობის. ის არის ძალიან პრინციპული და პროფესიონალი კადრი, რომელიც იქნება საუკეთესო პრეზიდენტი, _ განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გამოთქმების გამო ქილიკი სირცხვილია, რადგან მას ისეთი გზა აქვს გავლილი:
_ მე ქედს ვიხრი მისი მშობლების წინაშე. ქალბატონმა სალომემ ძალიან თბილი ქართული შემოიტანა, _ აღნიშნა კვაჭანტირაძემ.