საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ კონსტანტინე შარაშენიძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა:
“ვულოცავ კოტე შარაშენიძეს გამარჯვებას ამ დაძაბულ ბრძოლაში.
პატივს ვცემ ყველა იმ ოზურგეთელის არჩევანს, ვინც გულწრფელად დაუჭირა მხარი ამა თუ იმ კანდიდატს და ამ ბრძოლაში გამარჯვებულებს ვუსურვებ გამართლებოდეთ იმედები.
წაგებულებს კი ვუსურვებ გადააბიჯონ წყენას და გვერდში დაუდგნენ საკრებულოს და ახალარჩეულ მერს ოზურგეთის საკეთილდღეოდ.
ერთი რამე ფაქტია, რამაც გამახარა ამ პროცესში – გურიაში დემოკრატიას საფრთხე არასდროს დაემუქრება.” _ წერს კვაჭანტირაძე, რომელიც 12 ნოემბერს აცხადებდა, რომ გამარჯვებას მხოლოდ “ოცნების” კანდიდატს მიულოცავდა.