აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი ქმედებების შედეგად, 3 დეკემბერს, 1 სამხედრო დაიღუპა, 1 კი დაიჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას Kyivpost უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ღამით 4 თავდასხმა განახორციელეს.