კორონავირუსით დაინფიცირების 10 ახალი შემთხვევიდან ორ პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„გუშინ ქვეყანაში გვყავდა 1039 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ათი ახალი და გვყავს 1049 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ სამით გაიზარდა და ამჟამად არის 903. ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, ხოლო სამი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ორი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევებია. ორ პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.





































































