https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა გამოწვევები გამოიკვეთა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომაზე

18:54; 11.02.2026
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პირველადი მოხმარების პროდუქციის –  ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს.

 კომპანიების წარმომადგენლებმა წარმოების პროცესის და შემდგომ მზა პროდუქციის სასურსათო ქსელებში განთავსების საკითხებზე ისაუბრეს და კომისიის წევრებს ის პრობლემები და გამოწვევები გააცნეს, რაც აღნიშნულ პროცესს უკავშირდება.

 კვერცხის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შპს „პოულტრი ჯორჯიას” და „დილის პროდუქტების” წარმომადგენლებმა ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას დამატებითი ღირებულების გადასახადი წარმოადგენს. მათივე თქმით, პროდუქციის ფასების მატებას ე.წ. ქეშ-ბექი იწვევს, რომელიც დაახლოებით 22-25%-ს შეადგენს.

 საოპერაციო ნაწილის ხარჯებზე, იგივე „ქეშ-ბექის” საკითხზე ისაუბრა ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის შპს „ლიდერფუდის” დირექტორმა ირაკლი დუმბაძემ. მისი თქმით, კომპანია ქსელურ მარკეტებს გაყიდული პროდუქციის 35%-მდე თანხას უკან უბრუნებს და აღნიშნული ხარჯი ყოველწლიურად იზრდება. პრობლემებზე და გამოწვევებზე საუბრისას ირაკლი დუმბაძემ მუშა-ხელის დეფიციტსა და ვადაგადაცილებული პროდუქციის უტილიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.  

კომპანია „ჩირინას” დირექტორის, რევაზ ვაშაკიძის თქმით, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იმპორტირებული პროდუქციის კვოტირება მოხდეს, რაც ქართულ ბაზარს ჭარბი იმპორტირებული პროდუქციის შემოტანისგან დაიცავს.

კომისიის სხდომაზე, რძის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების: შპს -„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები”, „ყვარლის ბაგა” და „ვიმ-ბილ-დან საქართველოს” წარმომადგენლებმა მათ სფეროში არსებული საკითხები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას რძის ფასი წარმოადგენს, რაც რქოსანი პირუტყვის საკვებ იმპორტირებულ ნედლეულს უკავშირდება. მწარმოებელთა ინფორმაციით,  ადგილობრივი საკვები ნედლეულის წარმოების განვითარების შემთხვევაში, რძის წარმოების თვითღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვლება და სექტორი კიდევ უფრო გაჯანსაღდება.

დროებითი კომისიის სხდომა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც კომისიის წევრებმა ადგილობრივი მწარმოებლებისგან დამატებითი ინფორმაცია მოისმინეს.

„კომისიის მიზანია შეისწავლოს თუ რა პრობლემები აქვს სექტორს და მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის წარმომადგენლები საკითხის მიმართ დადებითად და კონსტრუქციულად არიან განწყობილი. ვთანხმდებით, რომ პროდუქციაში  ფასნამატი მაღალია, რომელიც სტრუქტურულ პრობლემებზე მიუთითებს, რაც სისტემურ მიდგომას საჭიროებს. გვსურს ისეთი ცვლილებები მივიღოთ, რომ სექტორი სისტემურად გაჯანსაღდეს, რაც პროდუქციაზე ფასების დაწევას განაპირობებს.

ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრაზე ხუთი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, რომელთა სწორად იდენტიფიცირება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან თუ გვეცოდინება პრობლემის არსი შემდგომ სწორი ანალიზით შევძლებთ შესაბამისი მექანიზმების ჩართვას. ეს კი სექტორის გაჯანსაღებამდე და კმაყოფილ მომხმარებლამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

 მისივე თქმით, შეხვედრის ფარგლებში მოსმენილი ინფორმაციებიდან შემდეგი გამოწვევები გამოიკვეთა:

პირველი –  მწარმოებლები მნიშვნელოვანწილად  დამოკიდებული არიან იმპორტირებულ ნედლეულზე, რაც თავის მხრივ, იმპორტის ინფლაციურ წნეხს ქმნის;

მეორე – საოპერაციო ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვანი წილი უკავია გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯებს. ეს მოიცავს „ქეშ ბექს”, ქსელში შესვლის საფასურს, თაროს გადასახადს და სხვა, რაც პროდუქტის საბოლოო ფასს მნიშვნელოვნად ზრდის;

მესამე – მწარმოებელს, დისტრიბუტორსა და ქსელურ მარკეტებს შორის შეინიშნება ასიმეტრიული ურთიერთობები, რაც ზედა რგოლს  უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს განსაზღვროს კომერციული პირობები;

მეოთხე – სამუშაო კაპიტალის მოცულობა, კაპიტალის ღირებულება და გადახდის დაგვიანების შემთხვევები პირდაპირ აისახება თვითღირებულებაზე. გადახდების გაჭიანურება ზრდის ფინანსურ ხარჯებს და საბოლოოდ ქმნის დამატებით ზეწოლას პროდუქციის ფასზე;

მეხუთე – მარაგების არაეფექტიანი მართვა და ნაშთების დაგროვება, რაც  ფინანსურ ტვირთს ზრდის.

 სხდომის დასასრულს, შოთა ბერეკაშვილმა პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე ფასწარმოქმნის საკითხის შესწავლის მიზნით საერთაშორისო კომპანიის მოწვევის ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის შერჩევაც ტენდერის წესით მოხდება.

 „ინიციატივა გვაქვს, რომ მივმართოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა პარლამენტმა, კომისიის მუშაობის პარალელურად, საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს, რომელსაც პირველადი მოხმარების საგნების და საკვები პროდუქტების სექტორის შესწავლის კარგი გამოცდილება აქვს. კომპანია, რომელიც შეისწავლის ჩვენი სექტორის სტრუქტურას, ბიზნეს პროცესებს, არსებულ პრობლემებს და რეკომენდაციებს დაწერს. ვფიქრობ, ეს კარგი ნაბიჯი იქნება, რადგან კომისიის მუშაობის პარალელურად, გვექნება განსხვავებული თვალით დანახული, გარედან შეფასებული დოკუმენტი, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება დროებითი კომისიის მუშაობას”, – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

კომისიის თავმჯდომარის ინიციატივას კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14 სექტემბერი, 2026

მომავლის პროგნოზირება სიზმარში

როგორი უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის იდილიური ურთიერთობა   

ყველა სიახლე

პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026
სამართალი

უმძიმესი ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

12:19; 14.09.2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14.09.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14.09.2026
პოლიტიკა

კომისიის ახალი თავმჯდომარე და სამ მილიონზე მეტი ღირებულების პროექტები _ ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის საკითხები

12:05; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო