https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

10 პატარა ამბავი დიდ საკითხებზე _ მოთხრობები, რომლებიც დროის მიუხედავად დიდხანს დარჩება თქვენთან

18:46; 24.06.2025
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თუ დიდი რომანების წაკითხვის დრო არ გაქვთ, მაშინ, გირჩევთ ამ ათეულს გადახედოთ და აუცილებლად დაიწყოთ კითხვა. ეს მოთხრობები აუცილებლად იმსახურებს მკითხველის ინტერესს.

ჩვენ დაგეხმარებით ზაფხულში წასაკითხი წიგნების შერჩევაში _ დანარჩენი თქვენზეა!

ანტონ ჩეხოვის „სანაძლეო“:

მკითხველს დააფიქრებს, სიკვდილით დასჯა უფრო ზნეობრივი და ჰუმანურია, ვიდრე პატიმრობა? სიკვდილით დასჯა ხომ ადამიანს უფრო ადრე უღებს ბოლოს, სამუდამო პატიმრობა კი _ ნელ-ნელა. ან კიდევ, რომელი ჯალათია უფრო კაცთმოყვარე _ ის, რომელიც რამდენიმე წუთში კლავს, თუ ის, ვინც წლების მანძილზე თანდათან გართმევთ სიცოცხლეს?!

ეს მოთხრობა პასუხია ამ ორ მოსაზრებაზე; ამავდროულად, დიდებული სურათია მორალური ღირებულებების გადაფასებისა.

აკუტაგავა რინუნოსკეს „აბლაბუდა“:

დაგაფიქრებთ იმაზე, რომ ცოდვაზე მეტად ადამიანს ეგოიზმი ღუპავს.

ნიკო ლორთქიფანიძის “ქორწილი“:

საყურადღებოა არა მარტო გენდერული თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რა მდგომარეობამდე შეიძლება დაამცირო და დააკნინო ადამიანი. ამის უპირველესი მიზეზი ფანატიზმია, რაც პიროვნული სიკვდილის ტოლფასია. საინტერესოა, მკითხველი რომელი კუთხით განიხილავს მოთხრობაში დასმულ პრობლემას.

გიორგი ლეონიძის “დეიდა მაიკო”:

ეს მოთხრობა არის ქართული სიტყვის უკვდავი ძეგლი, იშვიათი ქართული სიტყვების “თაიგული“.

გიორგი ლეონიძის არ იყოს, “როგორ გვცივა უამსიტყვებოდ“!

რა საწყენია, რომ ამ ალერსიანი და სიყვარულიანი ნათქვამის ადგილი სიძულვილისა და ლანძღვის მოძალებულმა სიტყვებმა დაიკავეს.

განსაკუთრებით მშობლებმა უნდა შეხედონ ამ სიტყვებს „გულის თვალით“, რათა შვილებში კეთილი გრძნობები და ემოციები აღძრან.

ჰერბერტ  უელსის “ბრმათა ქვეყანა“:

მოგვითხრობს ბრმათა შორის ერთადერთ თვალხილულ ადამიანზე, რომელიც დილემის წინაშე აღმოჩნდება _ აირჩიოს სიბრმავე, კეთილდღეობა და სიყვარული თუ თავისუფლება.

მკითხველმა ბევრი უნდა იფიქროს, თუ რომელი აირჩია პერსონაჟმა.

ეს არის მოთხრობა, რომელიც გახდა ჟოზე სარამაგუს რომანის „სიბრმავე“ შექმნის მაპროვოცირებელი.

გოდერძი ჩოხელის “სარკე“:

ობოლი გოგონას ისტორია, რომლის ცხოვრება სარკეში აირეკლება. თავად აკვირდება, როგორ იცვლება ფიზიკურად და როგორ რჩება იგივედ სულიერად.

მკითხველისათვის გადამდებია ემოციები სარკეში ყოველი ჩახედვის შემდეგ. პერსონაჟთან ერთად დაკვირვება იმაზე, თუ როგორ ქრება და ინავლება სილამაზე.

კიდევ ერთხელ დაფიქრდებით, “საიდან მოდის სილამაზე და სად მიდის იგი?!“ და იმაზეც, საიდან და რატომ მოვიდა ლელა.

ერნესტ ჰემინგუეის “მოხუცი და ზღვა“: 

ამ მოთხრობით ავტორი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

ნაწარმოები ალეგორიულია და წარმოაჩენს ადამიანის უძლეველობას, ასაკის მიუხედავად, სულის გაუტეხლობას.

ნაწარმოებს მიიჩნევენ მარტოობის, ტანჯვისა და ტრაგედიის სიმბოლოდ, მაგრამ ზოგიერთი მკითხველისთვის გმირობისა და მამაცობის საწყისია.

ავტორი ამბობდა: “მოვახერხე გადმომეცა ადამიანის განცდები ისე, როგორადაც ჯერ არავის გადმოუცია. ეს იმიტომ მოვახერხე, რომ კარგ ბიჭსა და კარგ მოხუცს შევხვდი. სხვა მწერლებმა კი ამ ბოლო დროს სულ დაივიწყეს ქვეყნად კეთილისა და კარგი რამის არსებობა.“

ირაკლი ლომოურის “შემთხვევა“:

მოთხრობის გაგებას სჭირდება გამოცდილი მკითხველი _ იშვიათია ასეთი სკანდალური ნაწარმოები.

შეიძლება ითქვას, ამ პატარა მოთხრობას რამდენჯერმე წაკითხვა სჭირდება, რადგან შესაძლებელია ერთი წაკითხვით მკითხველმა ვერაფერი გაიგოს.

სტილი დოკუმენტურ-ქრონიკალურია. ინფორმაცია, რომელსაც ავტორი გვაწვდის, ირიბულია _ მასში არც ერთი სიტყვა არაა პირდაპირ ნათქვამი.

ის 1980 წელს დაიბეჭდა. და მისმა გამოსვლამ თბილისში მითები შექმნა, არასწორი ინტერპრეტაციის გამო მეტროთი მგზავრობის შიში და პანიკა გაჩნდა, რადგან ყველამ დაიჯერა მეტროპოლიტენში გაჩენილი აქლემების ქარავნის ამბავი.

გი დე მოპასანის “ფუნთუშა“: 

მოთხრობაში სულ 10 პერსონაჟია განსხვავებული შეხედულებებით, დამოკიდებულებებით, ეთიკური ნორმებით, ქცევით.

ისინი საზოგადოების სხვადასხვა ფენას მიეკუთვნებიან.

მიუხედავად მოთხრობის მცირე ფორმატისა, მწერალმა შეძლო ათივეს ისე დახატვა, რომ არცერთი მათგანი ერთმანეთში არ აგერევა.

მოთხრობაში ჩანს ყალბი პატრიოტიზმის, ეროვნული თავმოყვარეობა, ზნეობისა და უზნეობის მაგალითები. საოცარი ისაა, რომ მეძავი ფუნთუშა ყველაზე ღირსეულ ადამიანად წარმოჩნდება.

ამ მოთხრობამ გი დე მოპასანს სახელი და დიდება მოუტანა.

ედგარ პოს “მორელა“:

ფიოდორ დოსტოევსკის სიტყვებით რომ ვთქვათ, ედგარ პოს ნაწარმოებები „ყველაზე განსაკუთრებულ სინამდვილეს წარმოადგენს.“

და რა არის ამ მოთხრობაში განსაკუთრებული სინამდვილე?

ის, რომ ვერ ვხედავთ, ვერ ვაფასებთ ჩვენ გვერდით მდგარ საოცარ ადამიანებს;

ვერ ვაფასებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია პირადი დაივიწყოს და თავი შემოგწიროს;

როგორი რთულია განსწავლულ, იდუმალ ადამიანთან თანაცხოვრება მაშინაც კი, თუ იგი შენი მეუღლეა;

როგორ იქცევა სანანებლად სიკვდილის სარეცელზე მყოფი მეუღლის სიტყვები ქმრის მიმართ: “დღე არ იყო, რომ გყვარებოდი…და სიცოცხლეში შესაზარელს ცამდე აიყვან სიკვდილის შემდეგ“…

ეს არის მოთხრობა, რომელიც მიგვახვედრებს რომ სიკვდილის მერეც ყველაფერი გვიანია და ცნობიერების ჩამოყალიბება აზროვნების გარეშე შეუძლებელი.

ზაფხულში წასაკითხი ათი მოთხრობის სია შეადგინა და მოგვაწოდა ფილოლოგმა ნატალია ვაშალომიძემ

გაზიარება10Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

ჯანმო: საავადმყოფოზე თავდასხმას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)

ლაშა აბაშიძე რკინიგზის თანამშრომლებს ხაშურსა და სამტრედიაში შეხვდა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

კობახიძე: გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის” კონკრეტულ “ჟურნალისტებს”, საზოგადოება ალბათ მიხვდება საით მიდის ეს ისრები

11:04; 21.09.2026
სამართალი

“გაჩერებულ მანქანას შეეჯახა, გარდაიცვალა ორი ადამიანი” _ შსს

10:54; 21.09.2026
საზოგადოება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10:51; 21.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:19; 21.09.2026
სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20.09.2026
პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20.09.2026
ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20.09.2026
პოლიტიკა

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი

17:11; 20.09.2026
საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20.09.2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20.09.2026
სამართალი

პროკურატურა – “არასრულწლოვანს ვიდეოზარით შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა”

16:25; 20.09.2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20.09.2026
მსოფლიო

ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

14:56; 20.09.2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20.09.2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო